05 მაისი 2024,   07:26
ვრცლად
ინციდენტი საქალაქო სასამართლოს სასადილოში - ზვიად კუპრავას საქმის არსებითი განხილვა იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ზვიად კუპრავას საქმის არსებითი განხილვა იწყება. საუბარია 12 ივნისს საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტზე.

ზვიად კუპრავას მტკიცებით, საქმეს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს, რომელიც მან რამდენიმე წლის წინ მოსამართლისთვის შეუსაბამო საქმიანობაში ამხილა. ამ ფაქტის გამო კუპრავას ადვოკატი პროცესზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობას დააყენებს.

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელს, სასამართლოს უპატივცემულობაში ადანაშაულებენ. მუხლი ჯარიმას ან 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები