27 აპრილი 2024,   02:35
ვრცლად
უნგრეთში ანტისამთავრობო გამოსვლები არ წყდება - მომიტინგეები სახელმწიფო ტელევიზიასთან შეიკრიბნენ

უნგრეთში ანტისამთავრობო გამოსვლები არ წყდება. ორი ათასზე მეტი მომიტინგე ამჯერად სახელმწიფო ტელევიზიასთან შეიკრიბა. ისინი მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობას მოითხოვენ.

ტელევიზიის შენობასთან დემონსტრანტები მას შემდეგ მივიდნენ, რაც სახელმწიფო არხმა "შრომითი კოდექსში" შესატანი ცვლილებების საწინააღმდეგო პეტიცია არ გააშუქა.

უნგრეთის ოპოზიციური პარტიების მიერ შედგენილი პეტიცია სულ 5 პუნქტს მოიცავს, მათ შორის, მოთხოვნას სიტყვის თავისუფლების და სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პირდაპირი ეთერი მოითხოვეს და შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა, ისინი დაცვამ არ გაატარა.

მარეგულირებელმა ორგანომ ოპოზიციის ლიდერები უფლებამოსილების გადამეტებაში და სამუშაო პროცესის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.

დღის ამბები