05 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
5 გარდაცვლილი და 8 დაშავებული - აფეთქება ჩეხეთის აღმოსავლეთ რეგიონში

მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებას ჩეხეთში - ძლიერი აფეთქება ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში ქვანახშირის მომპოვებელ მაღაროში მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია 5 ადამიანი, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 8 მეშახტე.

საავადმყოფოშია გადაყვანილი 10 დაშავებული. აფეთქება 800 მეტრის სიღრმეზე, ღამის საათებში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მეთანის დაგროვებამ გამოიწვია.

ადგილზე სამაშველო სამსახურებია მობილიზებული. მაშველები ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ შახტში ჩასვლას. სამუშაოებს ცუდი ხილვადობაც აფერხებს.

დღის ამბები