27 აპრილი 2024,   04:28
ვრცლად
თუ შევთანხმდებით და ჩვენი ხედვები დაემთხვევა, მერე პარტიაც ჩამოყალიბდება და ფრაქციაც - ჭიჭინაძე ბესელიასთან შესაძლო ალიანსზე 

ეკა ბესელიამ შესაძლო ფრაქცია "ქართული ოცნება" თავად დატოვოს. არ არის გამორიცხული ახალი პარტია ან ფრაქცია, მმართველი გუნდიდან წასულმა დეპუტატებმა შექმნან. 

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ საკითხზე მსჯელობა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ"ქართულ ოცნებას" ის ეკა ბესელია და მისი მომხრეები დატოვებენ. 

“ფრაქცია ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც იდეოლოგიური გაერთიანება სჭირდება და იქ არის ბევრი საკითხები, რომელსაც შეთანხმება სჭირდება და თუ შევთანხმდებით და ჩვენი ხედვები და ერთმანეთს დაემთხვევა, მერე პარტიაც ჩამოყალიბდება და ფრაქციაც. ჯერჯერობით, ის ადამიანებიც „ქართულ ოცნებაში“ იმყოფებიან და არ გამოსულან, ამიტომ იმ ფრაქციის წევრები არიან და შესაბამისად გარეთ არავინ გამოსულა, რომ რაღაცაზე ვისაუბროთ. ჯერ უნდა გავხდეთ დამოუკიდებელი დეპუტატები და შემდეგ უნდა დავიწყოთ საუბარი შეჯერებაზე და ვისი პოზიციებიც დაემთხვევა, მერე შეიძლება ერთობლივ პოლიტიკურ ცხოვრებაზე ვიფიქროთ,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დღის ამბები