27 აპრილი 2024,   08:39
ვრცლად
"მძარცველური სქემა" - ალეკო ელისაშვილი საპენსიო რეფორმის ამოქმედებას აფასებს

"თაღლითური სქემა, რომლითაც ქვეყნის ისედაც ღატაკ მოსახლეობას კიდევ უფრო აღარიბებს," - ასე აფასებს სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, ხელისუფლების საპენსიო რეფორმას და პროცესის შეჩერებას მოითხოვს.

ალეკო ელისაშვილი დაგროვებითი პენსიის სქემას ე.წ. ანაბრების საქმეს ადარებს და ამბობს, რომ წლების შემდეგ ისევ გამოჩნდება ახალი ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც მოსახლეობას დაგროვილი პენსიის გარეშე დატოვებს.

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის განცხადებით, მათ შეისწავლეს საპენსიო რეფორმის სქემა, საიდანაც იკვეთება, რომ რეფორმასთან ამ პროცესს არანაირი კავშირი არა აქვს და ხელისუფლება ხალხის მოტყუებას კიდევ ერთხელ ცდილობს.

„ეს არის ჩვეულებრივი მძარცველური სქემა, რომლის მიზანია, ამ გაღატაკებული ქვეყნიდან და ამ ქვეყნის ღატაკი მოსახლეობის ჯიბეებიდან ამოიღონ დამატებით ფული, იმდენად ბუნდოვანი და საეჭვოა ეს სქემა, რომ სამწუხაროდ, ვართ ღრმად დარწმუნებულები, რომ როგორც წლების წინ ვანო ჩხარტიშვილმა ჩვენი ბებიები და ბაბუები დატოვა ანაბრების გარეშე, ზუსად ასე ქართულ ოცნებაში გამოჩნდება სხვა, ახალი ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც 20-25 წლის შემდეგ ამ დაგროვებული პენსიის გარეშე დატოვებს საქართველოს მოსახლეობას,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პირველი იანვრიდან დაგროვებითი პენსიის პროგრამა ამოქმედდა, სადაც 40 წლამდე მოსახლეობის ჩართვა სავალდებულოა. 

დღის ამბები