
დღეს „რუსთავი 2“-ზე მეგა შოუს დღეა, კონკურსანტები მეოთხედფინალისთვის ემზადებიან. „მხოლოდ ქართულის“ ფინალური ეტაპის მოახლოებასთან ერთად ვნებათაღელვა კულმინაციას აღწევს. მხოლოდ 5 კონკურსანტი და კიდევ ერთი ცოცხალი კონცერტი დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე.
მეგა შოუს დღევანდელი ტური ქართველი კომპოზიტორი ქალების შემოქმედებას დაეთმობა. ჟიურის და მაყურებლის გადაწყვეტილებით, კონკურსს დღეს ერთ-ერთი მონაწილე გამოეთიშება. კონკურსანტებთან თამრიკო ჭოხონელიძე მუშაობდა. დღეს ჟიურის მეექვსე წევრი, მომღერალი ბუბა კიკაბიძე იქნება.
დღევანდელი შოუ "რუსთავი 2"-ზე, 21:00 საათიანი „კურიერის“ დასრულებისთანავე დაიწყება.