27 აპრილი 2024,   09:03
ვრცლად
თბილისში 60 წლამდე მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი H1N1 ტიპის ვირუსი აღმოჩნდა

რამდენიმე საათის წინ თბილისში 60-წლამდე მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი H1N1 ტიპის ვირუსი აღმოჩნდა. ლაბორატორიული კვლევების შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

დავით დალაქიშვილი გრიპის სიმპტომებით ჯერ თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში, შემდეგ კი ღუდუშაურის საავადმყოფოში კვირაზე მეტია, მკურნალობდა.

ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ის უკვე ფილტვებზე არსებული გართულებებით გადაიყვანეს, საბოლოოდ კი მამაკაცი თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა, რაც სწორედ გრიპის ვირუსის შემდგომი გართულება იყო.  

დავით დალაქიშვილი ასევე დაავადებული იყო შაქრიანი დიაბეტითა და არითმიით.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ვირუსით გარდაცვალების ეს უკვე მესამე შემთხვევა იყო. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები