27 აპრილი 2024,   00:57
ვრცლად
მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზის პარალიზება და ევაკუაცია - მგზავრებს მატარებელი დაატოვებინეს

მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი პარალიზებულია - ტექნიკური შეფერხების გამო, მგზავრებს მატარებელი დაატოვებინეს. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის ტექნიკური შეფერხება მოხდა. 

მგზავრების თქმით, მატარებელი, დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში გაჩერებული იყო.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოძრაობა უკვე აღდგენილია.

 

დღის ამბები