27 აპრილი 2024,   02:36
ვრცლად
ზურაბის ძმამ ძალიან შეურაცხყოფა მიაყენა იმასაც და ჩვენც - სპორტსმენების ნაწილი ინციდენტის პროვოცირებაში ზურაბ დათუნაშვილს ადანაშაულებს

სპორტსმენების ერთი ნაწილი სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას ევროპის ჩემპიონს ზურაბ დათუნაშვილს აკისრებს. ცოტა ხნის წინ ჭიდაობის ფედერაციაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა როგორც ფედერაციის ადმინისტარცია, ასევე ვეტერანი მოჭიდავეები და მოქმედი სპორტსმენები. ისინი ამბობენ, რომ სპორტის სასახლეში ჩხუბის პროვოცირება ზურაბ დათუნაშვილმა მოახდინა და ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე უდანაშაულოა.

„ბატონი ზურაბის ძმა გამოვიდა ძალიან შეურაცხყოფა მიაყენა იმას და ჩვენს მიმართ ვინც ვიჯექით იქ, ვეტერანები იყო, ვინც ვიჯექით. ყველა დამსახურებული ხალხი იჯდა ზევით ვინც უყურებდა ამას. გვესროლა ბალიშის საგანი რომ არის, ჩელენჯი, რომ არის. ჩვენს მიმართ დაიწყო შეურაცხყოფის მიყენება. კადრები რომელიც "რუსთავი 2"-მა აჩვენა, არასწორად აჩვენა ის კადრები. იქ დაცვა იყო. როცა გაიწივნენ გეგას დასარტყმელად დააწყნარა გეგამ ერთი პარტია, მეორე პარტია და დაცვა რომ ჩაბრუნდა გეგა მობრუნდა მერე პარტიის დასაწყნარებლად. მივიდა ერთი პიროვნება ხელი ჰკრა ზურგზე და კიდევ გინება და შეურაცხყოფა,“-განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ვეტერანმა მოჭიდავემ ვახტანგ ბლაგიძემ. 

სპორტსმენები გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვენ წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ ვარჯიშს არ გააგრძელებენ.

გეგა გეგეშიძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ბრალს რამდენიმე საათში წაუყენებენ. 

დღის ამბები