27 აპრილი 2024,   01:54
ვრცლად
“საქართველო აღიარებს ვენესუელის პრეზიდენტად ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოს და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს" - ზალკალიანი

საქართველო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს აღიარებს და სრულ ნდობას უცხადებს ხალხის მიერ არჩეულ ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოს, ეროვნულ ასამბლეას. ეს განცხადება საქართველოს საგარეო უწყებამ გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ არა ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მტკიცე პოზიცია იმის თაობაზე, რომ  არ ცნობს ნიკოლას მადუროს ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად. საგარეო საქმეთ სამინისტროს ცნობით, ჩვენი ქვეყანა 2018 წლის 20 მაისს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

“საქართველო აღიარებს ვენესუელის პრეზიდენტად ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოს და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ყველა სახელმწიფოს და პარტნიორ ქვეყანას, რომელმაც გამოხატა მხარდაჭერა. დარწმუნებული ვართ, რომ ვენესუელის ახალი ხელმძღვანელობა და დროებითი პრეზიდენტი ერთგული იქნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტალური პრინციპების, ისეთი როგორიც არის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სახელმწიფოების მხარდაჭერა. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ პროცესი წარიმართება კონსტიტუციურ ფორმებში,“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები