27 აპრილი 2024,   09:10
ვრცლად
ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ქაშვეთის ეკლესიაში დღეს დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. 

33 წლის ლევან ჩხაიძის ოჯახს უამრავმა ადამიანმა მიუსამძიმრა, ეკლესიასთან იმყოფებოდნენ  ჟურნალისტის ნათესავები, კოლეგები, მეგობრები.

ქაშვეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ შვილმოკლული მამებიც. ტაძარში იმყოფებოდა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.

ქაშვეთის ეკლესიაში მივიდნენ მმართველი გუნდის წევრები, ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.

„TV პირველის“ ჟურნალისტი უცხოეთში გარდაიცვალა, სადაც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

„რუსთავი 2" კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ლევან ჩხაიძის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები