27 აპრილი 2024,   02:26
ვრცლად
გამოკითხულთა 38%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI

NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 38% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 29% კი თვლის, რომ განვითარება სწორი მიმართულებით ხდება.

კვლევის საველე სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებში ჩატარდა. "ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" შეისწავლა მოსახლეობის განწყობა განათლების, მედიის და საგარეო კურსის, პოლიციის მუშაობის შესახებ. კვლევაში ცდომილება 2% შეადგენს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ორგანიზაცია ოთხშაბათს, 30 იანვარს წარადგენს.

ამავე თემაზე
დღის ამბები