27 აპრილი 2024,   04:35
ვრცლად
"ჩემი რძლის facebook-ზე ამოვარდა ეს კადრები" - დავით ჭიჭინაძემ საგამოძიებო უწყება დატოვა

დავით ჭიჭინაძემ შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვა. მან სამართალდამცავებს ინფორმაცია, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მიაწოდა. როგორც დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, მან კადრების შესახებ მისი რძლისგან გაიგო.

„ჩემი რძლის ფეისბუქზე ამოვარდა ეს და იმისგან მივიღე ეს ინფორმაცია მე,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

გამოძიება შსს-მ სწორედ დავით ჭიჭინაძის დღეს გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიწყო. მან დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ კადრების გავრცელება ინტერნეტში პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება.

გვიან ღამით გავრცელებულ კადრებს თავად ეკა ბესელია გამოეხმაურა. მისი თქმით, ის მორალური ტერაქტის მსხვერპლი გახდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები