27 აპრილი 2024,   06:34
ვრცლად
პეკინის გამზირზე გაზის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

პეკინის გამზირზე გაზის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე ბინის სამზარეულოში აფეთქდა.

როგორც  საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის მისვლამდე თავად ბინაში მცხოვრებმა პირებმა მოახერხეს. სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ადგილზე რჩება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია სამზარეულოს ნაწილი, როგორც სამაშველო სამსახურში ამბობენ, ბინაში სავარაუდოდ, გაზის ბალონი აფეთქდა.

დღის ამბები