02 მაისი 2024,   10:13
ვრცლად
კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება. სამი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრა სეულში იგეგმება. შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენლები სამხრეთ კორეაში ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ. სტეფან ბიგანი ჩრდილოეთ კორეელ კოლეგას პირისპირაც შეხვედება და დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე სამიტის დეტალებს შეაჯერებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მეორე შეხვედრის სურვილი გამოთქვეს და საკუთარ წარმომადგენლებს მოლაპარაკების მომზადება დაავალეს.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი თვის ბოლოს უნდა შეხვდნენ. კონკრეტული თარიღი და ადგილი შესაძლოა, სამმხრივი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ დასახელდეს. 

 

დღის ამბები