10 მაისი 2024,   09:43
ვრცლად
ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რუსეტის პოლიტიკა - სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა განიხილეს. სალომე ზურაბიშვილმა პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს არ აქვს არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის ინსტრუმენტები, რუსეთის პოზიციის შეცვლისთვის კი მნიშვნელოვანია მეგობარი ქვეყნების ზეწოლა ამ ქვეყანაზე. პრეზიდენტმა ანგელა მერკელთან ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატზეც ისაუბრა.

"ვართ დამოკიდებული სწორედ ამ ჩვენს მეგობრებზე, რომლებიც მხარს გვიჭერენ რომ თვითონ მოახდინონ გავლენა რუსეთზე რომ რუსეთმა შეიცვალოს თავისი პოზიციები,"-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

დღის ამბები