20 მაისი 2024,   20:55
ვრცლად
საპროტესტო აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულებს, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეეფარდათ - ერთ-ერთმა დაასახელა იმ პირების ვინაობა, რომლებმაც ფული გადაუხადეს

რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ ექვსივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე დაკავებულების გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა მათი შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბრალი აღიარა და დაასახელა იმ პირების ვინაობაც, რომლებმაც, აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ, მას ფული გადაუხადეს. ამ ეტაპზე, იდენტიფიცირებულია 6 პირი. მათგანს ორს პოლიციელსა და მეხანძრე მაშველზე თავდასხმას ედავებიან, ოთხს კი - სხვისი ნივთის დაზიანებას.

 

დღის ამბები