27 აპრილი 2024,   02:56
ვრცლად
სროლა მთაწმინდაზე - ვეჯინის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

თბილისში, მთაწმინდაზე, სადაც გუშინ სროლის ხმა ისმოდა, საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვეჯინის ქუჩის გარდა სამართალდამცველები მუშაობდნენ ბესიკის ქუჩაზეც, სადაც ორმხრივი სროლის შედეგად ავტომობილი დაზიანდა.

მოსახლეობის ინფორმაციით, თავდამსხმელი სავარაუდოდ ვეძინის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის დაყაჩაღებას გეგმავდა, ადგილზე მისულ პოლიციელებს კი ცეცხლი გაუხსნა. პოლიციელებმა საპასუხოდ ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაკავებულია ერთი პირი. საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები