27 აპრილი 2024,   08:39
ვრცლად
კიევში ერთმანეთს "ნაციონალური კორპუსის" აქტივისტებს და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ

შეტაკებები კიევში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან - ერთმანეთს პარტია ნაციონალური კორპუსის აქტივისტები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.

დემონსტრანტები თავდაცვის სამინისტროში კორუფციულ სქემებს აპროტესტებდნენ და პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვდნენ.

აქტივისტები ჯერ მაიდანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.

არეუობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეები პოლიციის კორდონს მიუახლოვდნენ და მათ მოგლეჯილი ლითონის ბარიკადები ესროლეს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვითარება ამ დროისთვის უკვე განიმუხტა.

დღის ამბები