27 აპრილი 2024,   06:13
ვრცლად
ავიაკატასტროფა და 157 გარდაცვლილი - ეთიოპიაში გლოვის დღეა გამოცხადებული

ეთიოპიაში გლოვის დღეა გამოცხადებული. ქვეყანაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ 157 ადამიანს გლოვობენ.

რა გახდა "ეთიოპიის ავიახაზების" კუთვნილი სამგზავრო ლაინერის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი კვლავ უცნობია. ტრაგედიის ადგილას შავ ყუთებს ამ დრომდე ეძებენ.

წინასწარი ვერსიით, აფრენის შემდეგ თვითმფრინავის ვერტიკალური სიჩქარე არასტაბილური იყო. ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ ჩინეთმა "ბოინგ 737"-ის მეოთხე თაობის მოდელის ფრენები შეაჩერა.

ქვეყანაში ბოინგის ამ მოდელის 90-ზე მეტი თვითმფრინავია ექსპლუატაციაში შესული.

დღის ამბები