"ალიბაბა და 40 ყაჩაღის პირობებში ვცხოვრობთ. ეს ალიბაბას და მისი 40 ყაჩაღის ქურდულ "ოფშიაკს" ჰგავს," - ასე აფასებს თბილისის საკრებულოში ენმ-ის წევრი, ლევან ხაბეიშვილი, საპენსიო რეფორმას.
ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მოქალაქეები არაფრით არიან დაცულები, რომ მათ მიერ დაგროვილ თანხას ოდესმე დაიბრუნებენ.
„ეს რომ მოქალაქეზე იყოს მორგებული, 15 ათას ლარს გადაუხდიდნენ სააგენტოს დირექტორს? არ ვიცით, ეს ფული სად წავა, ვინ მოიხმარს, როგორ მოიხმარს, მერე ვალში გამოიყენებს სახელმწიფო ამას და დაგვიბრუნდება თუ არა. ვიღაცა ტიპებმა დააწესეს ეს გადასახადები. "ვიღაცა ტიპებს" ვიძახი მამუკა ბახტაძეზე, რომელიც ხვალ არ გაახსენდება არავის. ვიღაცეები ხომ არიან, პარლამენტში მონურ მორჩილებაში რომ არიან და ჩატში რომ საერთო მესიჯებს უგდებენ და ისე ლაპარაკობენ. ჩატში მიუვიდათ, რომ რა კარგია ეს რეფორმა და უნდა „გააპრავოთო,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ჯერ მთავრობამ მოქალაქეების ნდობა უნდა მოიპოვოს და შემდეგ ისაუბროს დაგროვით პენსიაზე.
ენმ-ის წევრი მოქალაქეებს ჰპირდება, რომ მათ თანხა მთავრობის ცვლილების შემდეგ დაუბრუნდებათ.
"ეს თანხა როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, დაგიბრუნდებათ უკან," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.