„მიკვირს, როდესაც სერიოზულად ვმსჯელობთ, ეს არის მავნებლობა თუ არ არის მავნებლობა. ამ საპენსიო სისტემას არა აქვს არანაირი შანსი, არ დაასრულოს სრული კატასტროფით,“ - ამის შესახებ განცხადება რუსთავი2-ის ანალიტიკოსმა, ნიკა ობოლაძემ, გადაცემა არჩევანში საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, საპენსიო რეფორმა პირდაპირ დააწვება ღარიბ ფენას და იმ ფონზე, როდესაც არავინ იცის, 30 წლის მერე რა იქნება, უფრო მეტად ზრდის ამ რეფორმის მიმართ უნდობლობას.
„მიუხედავად იმისა, მთავრობამ რაც გვითხრა, გამოვა თუ არ გამოვა, თუმცა, 1% -ია შანსი, რომ გამოვიდეს, მოდი, დავუშვათ, რომ მთავრობამ რაც გვითხრა, ის ასრულდება და მომავალი ათწლეულები ეს სისტემა იმუშავებს მწყობრად, მაშინ რა ხდება" გამოდის, რომ ადამიანები, ვინც დღეს არიან ღარიბები, უხდიან ფულს იმათ, ვინც არიან შედარებით მდიდრები,“ - განაცხადა ნიკა ობოლაძემ და აღნიშნა, რომ საპენსიო რეფორმა დააწვა 400 ათას დასაქმებულ ადამიანს.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ დამსაქმებელი რიცხავს დამატებით 2%-ს, ეს ზრდის ფასებს, გაზრდილ ფასები კი აწვება ღარიბ მოსახლეობას.