05 მაისი 2024,   01:44
ვრცლად
ბრიტანელი დეპუტატები ჯულიან ასანჟის შვედეთისთვის გადაცემას ითხოვენ

ბრიტანელი დეპუტატები ჯულიან ასანჟის შვედეთისთვის გადაცემას მოითხოვენ.

ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც მათ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს გაუგზავნეს. 

წერილს 70-ზე მეტი დეპუტატი აწერს ხელს.

თემთა პალატის წევრებს მიაჩნიათ, რომ ვიკილიქსის დამფუძნებელი შვედეთის მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს, თუ ქვეყანა მის ექსტრადირებას მოითხოვს.

ჯულიან ასანჟს სტოკჰოლმში გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, საქმე 2017 წელს დაიხურა, თუმცა, მისი დაკავების შემდეგ მოსარჩელე მხარემ განაცხადა, რომ გამოძიების განახლებას შეეცდება. განაცხადი ადვოკატებმა შვედეთის პროკურატურაში უკვე შეიტანეს.  

დღის ამბები