02 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
2 გარდაცვლილი და 25 დაკარგული - ლიბიის სანაპიროზე მიგრანტებს ეძებენ 

ლიბიის სანაპიროსთან მაშველები დაკარგულ მიგრანტებს ეძებენ. ნავი, რომლის ბორტზეც აფრიკული ქვეყნების მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ნაპირიდან 20 კილომეტრის დაშორებით გადაბრუნდა.

ლიბიის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, მაშველებმა 2 დაღუპულის ცხედარი აღმოაჩინეს. აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ამ დრომდე უცნობია 25 მიგრანტის ბედი.

ნავის ბორტზე, რომელიც ლიბიიდან ევროპის სანაპირომდე მიღწევას ცდილობდა, სულ 73 ადამიანი იმყოფებოდა.

დღის ამბები