ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის 12 ნომერთან დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
3 400 კვადრატული მეტრის ფართობზე განახლდება სკვერი და დამონტაჟდება საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათების და სარწყავი ქსელები, დათესავენ ბალახს, დარგავენ ხეებს.
ამავე მისამართზე მოეწყობა 300 კვადრატული მეტრის ფართობის სპორტული მოედანიც.