27 აპრილი 2024,   03:33
ვრცლად
„პოლიციელებმა გამიტაცეს სრულიად უკანონოდ" - ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე სასამართლომ ორივე ბრალდებაში გაამართლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ”ინტერნეტ მედია ჯგუფის” დირექტორი გიორგი კაპანაძე წარდგენილ ორივე ბრალდებაში გაამართლა და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

მოსამართლე ირაკლი აბშილავამ პროცესზე განაცხადა, რომ პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. გიორგი კაპანაძის ინტერესებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავდა.

გიორგი კაპანაძეს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ.

„პოლიციელებმა გამიტაცეს სრულიად უკანონოდ, რითაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, გამარიდეს საარჩევნო პროცესებს და ყურადღება გადაატანინეს მედიას და პოლიტიკოსებს სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ზუგდიდში ყალბდებოდა არჩევნები. დაადასტურა სასამართლომ, რომ მე ხულიგანი არ ვარ, მან ამ ნაწილში სრულად გამამართლა და თქვა, რომ არანაირი ხულიგნობა, მათ შორის არც წვრილმანი, მე არ ჩამიდენია. საბოლოო, ჯამში, მოსამართლე აბშილავამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩემთვის გამოეცხადებინა სიტყვიერი შენიშვნა“ - განაცხადა გიორგი კაპანაძემ. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები