02 მაისი 2024,   20:36
ვრცლად
საქართველოს პრემიერი აშშ-ს საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კანადაში, ქალაქ მონრეალში ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის კონფერენციაში მონაწილეობს.

მამუკა ბახტაძემ სესიის მონაწილეებს მიმართა და ჩაერთო დისკუსიაში თემაზე - "გლობალური ეკონომიკა გარდამავალ პერიოდში".

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

პრემიერმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას, მზარდ ტურისტულ პოტენციალს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს, რომლებიც ქვეყანას ერთდროულად ევროკავშირსა და ჩინეთთან აკავშირებს.

„საქართველო წარმოადგენს ზღვაზე გასასვლელ კარიბჭეს 8 ქვეყნისთვის. ჩვენ ევრაზიის კონტინენტის გზაჯვარედინზე ვიმყოფებით. ამიტომ, ჩვენი მთავარი სტრატეგიაა საქართველო ლოგისტიკის, საერთაშორისო ბიზნესის, ტურიზმის, განათლებისა და ტექნოლოგიებისთვის რეგიონულ ცენტრად ვაქციოთ. თვალსაჩინო მიღწევები გვაქვს ტურიზმის, ენერგეტიკის სექტორებში და განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის წყაროების კუთხით, რადგან საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით. კიდევ ერთი სფეროა სამთო მრეწველობა და მოხარული ვარ, რომ კანადური კომპანიების მხრიდან საქართველოში ბიზნესის დაწყების ინტერესი არსებობს,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები