
This is a modal window.
მთელი საქართველოს მასშტაბით სამართალდამცველების სრული მობილიზება გამოცხადდა. შექმნილ ვითარებაში სპეცრაზმის არასაკმარისი რაოდენობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამართალდამცველების მობილიზება რეგიონებიდანაც მოახდინა. სრული ეკიპირებით ისინი დედაქალაქის მიმართულებით გვიან ღამით დაიძრნენ.
ვითარება რუსთაველის გამზირზე წუხელ უკიდურესად დაძაბული იყო. აქციის დარბევისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის ხელთ არსებული სრული ეკიპირება გამოიყენა. რუსთაველის გამზირის დემონსტრანტებისგან გასათავისუფლებად გამოყენებული იყო ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, ჭავლ-მტყორცნი მანქანა.