31 ოქტომბერი 2020,   00:36
ვრცლად
ბახტაძე 20 ივნისის დარბევაზე პასუხისმგებლობას არ იღებს - პრემიერმა "რუსთავი2"-ს კითხვას არ უპასუხა

სისხლიანი 20 ივნისის ღამის შემდეგ პრემიერ მინისტრი პირველად გამოჩნდა. მამუკა ბახტაძე მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაზე, პასუხისმგებლობას საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ოპოზიციას აკისრებს.

პრემიერს სისხლიან სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კონკრეტული განმარტებები არც დღეს გაუკეთებია.

ბახტაძე გაექცა „რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის „კვირის აქცენტების“ წამყვანის კრიტიკულ შეკითხვებს.

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ამბობს, რომ პრემიერთან ჟურნალისტების შეხვედრა ფორმალურ ხასიათს ატარებდა, მას კონკრეტულ კითხვებზე პასუხი არ გაუცია.

კვესიტაძე ამბობს, რომ ბახტაძემ ამ პრესკონფერენციით ალბათ, მოქალაქეებს თავი შეახსენა, რადგან ამ ათი დღის განმავლობაში, მისი სახელი და გვარი აქციაზეც კი არავის უხსენებია.

"კვირის აქცენტების" წამყვანის კითხვა პრემიერის იმ განცხადებას ეხებოდა, რომელიც მან აქციის დარბევამდე 15 წუთით ადრე გააკეთა და თქვა, რომ რეზინის ტყვიებისა და გაზის გამოყენება "ქართული ოცნების" ხელწერა არ არის. ბახტაძემ არ უპასუხა კითხვას, რატომ დაარბიეს რეზინისა და გარეული ცხოველების მოსაგერიებელი ტყვიებით, ან იცოდა თუ არა მან ამის შესახებ.

მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ ნებისმიერი მინისტრი ემორჩილება პრემიერის ბრძანებას, თუმცა არ უპასუხა კითხვას, შეუთანხმა თუ არა მას შს მინისტრმა, რომ მინისტრის დარბევას დავით წინააღმდეგ გამოსაყენებელი ტყვიებით აპირებდა. 

პრემიერმა თქვა, მხოლოდ ის, რომ პოლიცია იძულებული იყო გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა და ეს გადაწყეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული რაც კორდონი ვერ აკავებდა დემონსტრანტების შეტევას. პრემიერმა თქვა ისიც, რომ კონკრეტული პირები ცდილობენ გიორგი გახარიას დააკისრონ ის პასუხისმგებლობა, რაც პრემიერის მტკიცებით, ნაციონალურ მოძრაობას ეკისრება. 

დღის ამბები