27 აპრილი 2024,   08:36
ვრცლად
რუსეთი საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ სუბსიდირებულ ფრენებზე უარს ამბობს

რუსეთი საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ სუბსიდირებულ ფრენებზე უარს ამბობს. ამის შესახებ რუსეთის ტურ-ინდუსტრიის კავშირის პრესმდივანმა ირინა ტიურინამ განაცხადა.

ტურინა მიზეზად იმას ასახელებს, რომ რუსულ სააგენტოებს მიცემული აქვთ რეკომენდაცია, არ გაყიდონ ტურები საქართველოში. შესაბამისად, ისინი ვერ შესთავაზებენ კლიენტებს ისეთ საგზურებს, რომელიც ერევნის გავლით სუბსიდირებული ტრანზიტული ავიაგადაზიდვების საფუძველზეა შედგენილი.

მისივე თქმით, სუბსიდირებული ფრენებით სარგებლობას, სავარაუდოდ, შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც დამოუკიდებლად გადაწყვეტენ ერევნის გავლით საქართველოში ჩასვლას.

დღის ამბები