27 აპრილი 2024,   02:42
ვრცლად
სააპელაციო სასამართლოს უარი ხაზარაძეს და ჯაფარიძეს - პირველი ინსტანციის გადაწყევტილება ძალაში რჩება

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელის განხილვაზე საპელაციო სასამართლომ უარი თქვა. მან ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც TBC-ის დამფუძნებლებს 700 ათას ლარიან გირაო და ქვეყნიდან შეუთანხმებლად გასვლა აეკრძალათ.

ბრალდებულების ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ დაცვის მხარე გადადის ბრძოლის შემდეგ ეტაპზე. მისივე თქმით სასამართლო განხილვების დროს წარმოდგენილი იქნება ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ არანაირი ფულის გათეთრებას მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

„ეს ეტაპი აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით მორჩა და ძალაში დარჩა გირაო. ჩვენ იძულებულები ვართ დავემორჩილოთ ამ გადაწყვეტილებას მიუხედავად იმისა, კანონიერია თუ უკანონოდ მიგვაჩნია. გადავდივართ ახლა სხვა ეტაპზე. ჩვენ წარმოვადგენთ ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც ამბობს, რომ არა თუ ფულის გათეთრებას საერთოდ არ ჰქონია ადგილი არანაირ დანაშაულს. რომ არ დარჩეს ისეთი კითხვა, რომ რაღაც იყო მაგრამ ხანდაზმულია ამიტომ ფულის გათეთრება არა მაგრამ რაღაცა არის. აქ არაფერი არ არის და ამ მტკიცებულებას აუცილებლად იხილავს სასამართლო,“-განაცხადა ზვიად კორძაძემ

დღის ამბები