05 მაისი 2024,   03:58
ვრცლად
Jessie J ქართველი მსმენელის წინაშე წარდგა {ფოტოები}

Jessie J ქართველი მსმენელის წინაშე წარდგა. ცნობილი ბრიტანელი შემსრულებლის jessie j-ის კონცერტი ბლექ სი არენაზე გაიმართა. მომღერალმა ძველი და ახალი სიმღერები შეასრულა. კონცერტი 2 საათს გაგრძელდა, რომელსაც ქართველი და უცხოელი მსმენელი დაესწრო.

Jessie j მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით - „Who You Are“ გაიცნო.

ალბომის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ მომღერალმა დიდი ბრიტანეთის დედოფლისადმი მიძღვნილ კონცერტსა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალზე იმღერა. ამის შემდეგ ჯესი ჯეიმ ზედიზედ ორი ალბომი გამოსცა, რომელმაც მისი პოპულარობა კიდევ უფრო მეტად გაზარდა. 

 

ბრიტანელ შემსრულებელს მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. 

 

 

 

 

დღის ამბები