27 აპრილი 2024,   01:26
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები - იუსტიციის საბჭოში ლალი ფაფიაშვილის მოსმენა  ხმაურის ფონზე გრძელდება

ხმაურის ფონზე მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ლალი ფაფიაშვილის მოსმენა. მოსამართლე წევრების გაღიზიანება ისევ ნაზი ჯანეზაშვილის კითხვას მოჰყვა.

ჯანეზაშვილმა კანდიდატს შეკითხვა ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით დაუსვა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი დაინტერესდა, მოსამართლეობის კანდიდატს საბჭოს წევრებთან ნათესაური კავშირები არათანაბარ მდგომარეობაში ხომ არ აყენებდა.

„ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით, ირაკლი ბონდარენკო აღმოჩნდა, როგორც მე ერთ-ერთმა ყოფილმა მოსამართლემ მომწერა, მისმა კოლეგამ სხვათა შორის, რომ არის თქვენი ერთ-ერთი კონკურენტის, ლევან თევზაძის ბავშვის ნათლია,“- აღნიშნა ჯანეზაშვილმა

შეკითხვის დასრულების საშუალება არამოსამართლე წევრს საბჭოს უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა არ მისცა.

„ვიღაცამ რაღაცა მოგწერათ ჭორის დონეზე!“- გააპროტესტა კომისიის წევრმა.

დღის პირველ ნახევარში კამათის ფონზე ჩაიარა გასაუბრებამ გიორგი ტყავაძესთანაც. ხმაური იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის შეკითხვას მოჰყვა, რომელმაც ტყავაძეს მიხეილ ჩინჩალაძის დახასიათება მოსთხოვა. ამ კითხვამ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების გაღიზიანება გამოიწვია და ნაზი ჯანეზაშვილი ჭორების გავრცელებაში დაადანაშაულეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები