27 აპრილი 2024,   01:48
ვრცლად
საპროტესტო აქცია ჰონკონგში, არეულობაში გადაიზარდა

ჰონკონგში, მორიგი საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა. ათასობით ადამიანი არასანქცირებულ მიტინგზე კუნძულის რამდენიმე რაიონში, პოლიციის განყოფილებებთან შეიკრიბა. დემონსტრანტებმა გზების ბლოკირება და ბარიკადების აღმართვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ჰონკონგში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უკვე ორ თვეზე მეტია უწყვეტ რეჟიმში იმართება. 

დღის ამბები