27 აპრილი 2024,   02:50
ვრცლად
ტყის ხანძრები კანარის კუნძულებზე - ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება

კანარის კუნძულებზე ტყის ხანძრებს ვერ აქრობენ. ცეცხლი უკვე დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება. საფრთხის გამო სტიქიის ზონიდან ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის ლოკალიზებას ხელს ძლიერი ქარი და სიცხე უშლის. ჰაერის ტემპერატურა კანარის კუნძულებზე 32 გრადუსს აჭარბებს.

სამაშველო ოპერაციაში, ავიაციასთან ერთად, 200 მეხანძრე მონაწილეობს. პარალელურად პოლიციამ 55 წლის მამაკაცი დააკავა. ვარაუდობენ, რომ მან ხანძარი შედუღებითი სამუშაოების დროს გააჩინა.

დღის ამბები