კანარის კუნძულებიდან ტყეებში გაჩენილი ხანძრის გამო უკვე, 9 ათასი ადამიანია ევაკუირებული. ცეცხლი ქალაქ ტეხედას მახლობლად გაჩნდა და რამდენიმე მიმართულებით გავრცელდა.
სტიქიის ლოკალიზება მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო ვერ ხერხდება. დამწვარია 6 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი. ხანძარი კუნძულის სანაპირო ზოლთან შედარებით უფრო მეტ ზიანს მთიან რაიონებს აყენებს. სამაშველო ოპერაციაში 700-ზე მეტი მაშველი და 20-მდე სახანძრო ვერტმფრენია ჩართული.