18 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
"ხდება საზოგადოების ნაწილის არასწორი ინფორმაციით გაჯერება"- გაბინაშვილი სასამართლოს მიმართ უნდობლობის მიზეზებზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მერაბ გაბინაშვილს კითხვები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა  დაუსვეს.

“კორუფციასთან დაკავშირებული საუბრები, ზეწოლით მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრები, ეს მართალია, თუ არ არის მართალი“? - ამის შესახებ  პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია დაინტერესდა.  

მსგავსი კითხვა ჰქონდა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს. ოხანაშვილმა გაბინაშვილს ჰკითხა, თუ რატომაა საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობა დაბალი.

“საზოგადოების აზრი სასამართლოს მიმართ, რომელიც შექმნილია, არ არის სრულყოფილი. არ არის ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობილი. თუ მე არ მექნება კანონით გათვალისწინებული წესით დადასტურებული ფაქტი, როგორ შემიძლია მე, მითუმეტეს, უცხო ადამანი დავარწმუნო იმაში, რომ სასამართლოში არის კორუფცია.

ხდება საზოგადოების ნაწილის არასწორი ინფორმაციით გაჯერება, რასაც მერე თავისი შედეგები აქვს. რაც შეეხება სასამართლოს - კრიტიკა მისაღებია, ბატონო ანრი, ჩვენ გახსნილები ვართ ყოველგვარი კრიტიკისათვის.“ - ასე უპასუხა გაბინაშვილმა კაკულიას და ოხანაშვილს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 23 სექტემბერს დაიწყო. 

დღის ამბები