მიმდინარე კვირას "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. სარჩელს, რომელიც რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, "გახარია საქართველოსთვის" დაემატება. სარჩელის პირობებში არ იქნება მოთხოვნილი სადეპუტატო მანდატების შეწყვეტა. საკითხზე უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პარტიას აქვს დესტრუქციული დღის წესრიგი, ვერ გამოდის საბოტაჟის რეჟიმიდან და არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას.
"ჩვენი ნაბიჯი და გადაწყვეტილება არის სრულიად გასაგები საზოგადოებისთვის. კიდევ ერთხელ, მათ ჰქონდათ აბსოლუტურად ყველანაირი შესაძლებლობა, რომ დაემტკიცებინათ, უპირველესად საკუთარი ამომრჩევლისთვის, რომ ისინი იმსახურებენ მათ ხმას, თითოეულ ხმას, რაც მიიღეს მოსახლეობის მხრიდან. მაგრამ ჩვენ ვიხილეთ დესტრუქცია, მეტი რადიკალიზაცია, პირდაპირ არაღიარებები კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ წასვლა და ასე შემდგომ. ამიტომ, ჩვენ არათუ არჩევანის წინაშე ვიყავით, არამედ ვალდებულები ვიყავით მიგვეღო ეს გადაწყვეტილება და დანარჩენი, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოზე," - განაცხადა ლევან მახაშვილმა.