18 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
მალთაყვის ახლად რეაბილიტირებული სანაპირო ზოლი ხელახალ რეაბილიტაციას საჭიროებს

მალთაყვის სანაპირო ზოლი, რომლის რეაბილიტაციაშიც ფოთის მერიამ 4 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, კვლავ რეაბილიტაციას საჭიროებს, სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით ტერიტორიის დასკვნა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიდო, მაგრამ ადგილზე ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

ჩატარებული სამუშაოების უხარისხობას ფოთის მერიც ადასტურებს.
მალთაყვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის პროექტი ირაკლი კაკულიას მერობის დროს განხორციელდა. კაკულია დღეს ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს, დღეს მან "კურიერთან" საუბარი არ ისურვა, შესაბამისად უცნობი დარჩა მიზეზი თუ რატომ ჩაიბარა ყოფილმა მერმა პროექტი, რომელიც თავიდან გასაკეთებელია.

მალთაყვის რეაბილიტაციისთვის ტენდერში ხუთი კომპანია მონაწილეობდა, თუმცა მიუხედავად იმისა რომ "პირამიდა-ფ.რ."-ს მერიისთვის სხვებზე დაბალი ფასი არ შეუთავაზებია გამარჯვებული მაინც ის გახდა. პირამიდის სახელს უკავშირდება მალთაყვის პარალელურად ოზურგეთში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტი, სადაც ქრთამის აღების ფაქტზე საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე დააკავეს.
დახარჯული მილიონების მიუხედავად, უცნობია, სანაპირო, რომელიც ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად უნდა ქცეულიყო, დღეს დამსვენებელს კვლავ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით რატომ ელის.

 

ავტორი:შოთა ფალავანდიშვილი

დღის ამბები