18 ნოემბერი 2024,   02:01
ვრცლად
თავდაცვის ძალების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონმა 3-კვირიანი წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე სიტუაციური საველე სწავლებით დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონმა 3-კვირიანი წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე სიტუაციური საველე სწავლებით დაასრულა. სწავლება საინჟინრო აფეთქებებს, სატანკო ქვედანაყოფებისა და ქსმ ქვედანაყოფების სროლებს, ასევე ტაქტიკურ გადაადგილებებს მოიცავდა. ქვედანაყოფებმა თავდაცვის და კონტრშეტევის, ქიმიურ იარაღზე რეაგირების და საინჟინრო გარღვევის ოპერაციები განახორციელეს.

წვრთნების მიზანი თავდაცვითი ოპერაციების საწარმოებლად ტაქტიკური ამოცანების დახვეწა, ქვედანაყოფების შერწყმა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება იყო.

სწავლებაში აღმოსავლეთ სარდლობის ბრიგადების და საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. საინჟინრო წვრთნაში საარტილერიო ბატალიონი, ფეთქებადი საბრძოლო მასალების განადგურების (EOD) ოცეული და რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური ასეულიც იყო ჩართული.

დღის ამბები