დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. გადაუღებელმა წვიმამ ქუთაისი და გურიის 7 სოფელი დააზარალა.
დატბორილია სახლები, სარდაფები, საავადმყოფოები, ეზოები. მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.
ადგილობრივების თქმით, საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობის გამო ქუთაისის მერიაში განცხადება ბევრჯერ შევიდა, მაგრამ პრობლემა რეაგირების გარეშე დარჩა.