ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის, ლადო გრიგალაშვილის ადვოკატს გამოძიება ცრუ დასმენას ედავება.
ნაირა ოტიაშვილი გუშინ დააკავეს. ის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს. დაკავებულია კიდევ ორი ქალბატონი. საქმე ოჯახურ ძალადობას ეხება, რომელზეც გამოძიება რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
"ამ მომენტისთვის, გარდა სასამართლოს განჩინებისა, ადვოკატის დაკავების შესახებ, სხვა ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება განჩინებას, არც ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება იმ დანაშაულისა, რომელიც შეიძლება ბრალად წარედგინოს დღეს ადვოკატს, აღნიშნული არ არის. წუხელ მოვინახულე, ძველი თბილისის პირველმა განყოფილებამ დააკავა, მარგამ ჩემი შესვლა და ჩემი კომიტეტელების შესვლა იყო მხოლოდ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მომენტი," - აცხადებს ონისე მარგიანი.