18 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
ჭიათურაში პოლიციასთან ჩხუბის დროს დაკავებული ზაზა ჩინჩალაძე საჩხერის სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზის" ქარხანაში პოლიციის უფროსმა და მისმა ორმა მოადგილემ წარმოების მთავარი ენერგეტიკოსი სცემეს. ქარხნის თანამშრომლების თქმით, ინციდენტი დილით მოხდა, როცა ქარხანაში თანამშრომლების უმრავლესობა არ იმყოფებოდა.

ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ნაცემი მამაკაცი პოლიციაში გადაიყვანეს, სადაც მისი თანამშრომლებიც შეიკრიბნენ.

საჩხერის სასამართლომ დღეს ზაზა ჩინჩალაძე დარბაზიდან გაათავისუფლა. ჩინჩალაძე მედიასთან ცემის ფაქტს არ ადასტურებს.

არსებული ინფორმაციით, ქარხანაში მომხდარი ჩხუბი ერთ-ერთი დანადგარის ძრავის დაკარგვას უკავშირდება.

 

დღის ამბები