26 აპრილი 2024,   07:15
ვრცლად
რუსთავში მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

რუსთავში მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. "კურიერის" ინფორმაციით, გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.

ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ქვემო ქართლის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები