18 ნოემბერი 2024,   04:10
ვრცლად
ქობულეთის 3 სოფელი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

კვირაზე მეტია, რაც ქობულეთის მუნიციპალიტეტში 3 სოფელი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. დაბა ოჩხამურის, ცეცხლაურისა და ჯიხანჯურის 2 000-მდე ოჯახი სასმელი წყლის მარაგს მეზობელი სოფლებიდან ეზიდება. მათივე თქმით, წლების წინ წყალი ამ ადგილზე თავად ადგილობრივებმა საკუთარი სახსრებით გამოიყვანეს. წყალმომარაგების შეწყვეტის გამო სააღმზრდელო დაწესებულებებში სწავლის პროცესიც ჩაიშალა. მოსახლეობის მოთხოვნებს იზიარებს ოპოზიცია, ისინი ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებებში სდებენ ბრალს.

ადგილობრივების თქმით, მათ მიერ შემოყვანილი წყალი სასმელად არ ვარგა. მოსახლეობა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

"ყველა გვპირდება, მაგრამ არა და არა. ერთ ჭაზე ვართ დამოკიდებული, ვრეცხავთ თუ ვბანთ ბავშვებს, ისიც ძალიან ძნელად. არ შემიძლია, ფიზიკურად არ ვარ ჯანმრთელი, საიდან მოვიტანო, როგორ მოვიტანო," - აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი.

დღის ამბები