თამთა თოდაძის ადვოკატი პროკურატურას მიმართავს. დაზარალებულის დაცვა დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს ითხოვს. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაკითხოს ის პოლიციელები, რომლებიც ინცინდენტის შემდეგ, მაჟორიტარის ოფისში პირველად მივიდნენ.
საკრებულოს ბრალდებულ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, რომელსაც ბრალი თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე წარუდგინეს, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. თოდაძე პროკურატურამ დაზარალებულად სცნო. ილია ჯიშკარიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.