"რუსთავი2-ის" გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, ტელევიზიის 60 %-იანი წილის დაყადაღება, არხის მაუწყებლობას ხელს ვერ შეუშლიას.
"არხი არ მონაწილეობს სასამართლო დავაში, დაყადაღებული არის უშუალოდ ფიზიკური პირის, ქიბარ ხალვაშის კუთვნილი 60 % წილი, რაც არხს ფუნქციონირებაში ხელს არ უშლის, შესაბამისად ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ვერანაირ საფრთხეს რომ, კომპანიას რაიმე საფრთხე შეექმნას. პირიქით, უახლოეს პერიოდში "რუსთავი2" იწყებს ახალ გადაცემებს და სულ მალე ეთერში იქნება ახალი მეგა-შოუ. ქიბარ ხალვაში განაგრძობს ტელევიზიაში ინვესტიციებს," - აცხადებს პაატა სალია.
რაც შეეხება საქმის სამართლებრივ მხარეს, პაატა სალიას განცხადებით, იურიუდილ შეფასებას, სასამართლოს განჩინების შემდეგ გააკეთებს.
"ქიბარ ხალვაშის პოზიცია არის, რომ ჩვენ ვაპირებთ ჩავიბაროთ განჩინება და შემდეგ უკვე იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვაპირებთ გადავდგათ სამართლებრივი ნაბიჯები. ეს შეიძლება იყოს გასაჩივრება, ან სხვა საპროცესო მოქმედება, რასაც მოგვიანებით დავაკონკრეტებთ. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიცნობთ განჩინების შინაარს, ზეპირი გადმოცემით ვიცით მხოლოდ ის, რომ მოხდა წილების დაყადაღება,"- განაცხადა პაატა სალიამ.
ქიბარ ხალვაში ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ აქიმიძე-დვალის სარჩელი ხანდაზმულია.
"ისინი სადავოდ ხდიან 2004 წელს დადებულ გარიგებებ და არაჩივრებენ 15 წლის შემდგომ, ნუ ეს ვადა სცდება 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადას. თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ საფუძვლად მიუთეთებენ იძულებით გარიგების დადებას, ამ შემთხვევაშიც გასულია ხანდაზმულობის ვადა. ისინი მიუთითებენ, რომ 2012 წელს დასრულდა მათ მიმართ იძულება, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსი ერთ წლიან ვადას იტვალისწინებს შეცილებისთვის, აქედან გამოდინარე ეს ვადა 2013 წელს დასრულდა. გარდა ამისა ქიბარ ხალვაშმა მაშინ პროკურატურას საკუთრების აღდგენის ტაობაზე და ესეც გასათვალისწინებელია. ძალიან ბევრი დრო გავიდა 2012 წლიდან და ისინი 2019 წელს იტხოვენ იძულებითი გარიგების ბათილად ცნობას, შესაბამისად ყველანაირი ხანდაზმულობა აქაც გასულია,"- განმარტავს სალია.
მისივე განმართებით, ქიბარ ხალვაშის მხარეს, სასამართლო განჩინების ჩაბარებიდან საპასუხო ნაბიჯები ხუთი დღის ვადაში უნდა გადადგას.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, აქომიძე-დვალის სარჩელი დღეს წარმოებაში მიიღო, რაც "რუსთავი2-ის" 100 %-იანი წლის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის კუტვნილი 60 % დაყადაღდა.