ირმა კაპანაძემ შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე გიორგი ჯანიბეგაშვილს. სასამართლომ კაპანაძე სამართალდამრღვევად ცნო და შენიშვნა მისცა. გიორგი გუგუტიშვილის საქმეზე კი, სხდომა 22 სექტემბრამდე გადაიდო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 700 ლარით დააჯარიმა ლევან სვიანაშვილი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ფრიდონ ინჯიასა და ვალერი კვარაცხელიას. გიორგი კვაჭანტირაძეს კი, გუბაზ სანიკიძის შეურაცხყოფისთვის 1 500 ლარი დაეკისრა.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ლევან სვიანაშვილის და გიორგი კვაჭანტირაძის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ორივე პიროვნების მიმართ. ორივე პიროვნება თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ცნობილი იქნეს სამართალდამრღვევად და განესაზღვრათ ჯარიმა," - განაცხადა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა, ნათია გიგლემიანმა.