27 აპრილი 2024,   07:54
ვრცლად
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება და მოქალაქეებისთვის გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი - მოიმატებს თუ არა პროდუქტებზე ფასები

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 102.700 მოქალაქეს დღეს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხზე პროცენტი კიდევ ერთხელ გაეზარდა.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მთავარ მიზეზად მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია დაასახელა, რასაც ვალუტის გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა განაპირობებს.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება დღეს პრემიერ-მინისტრმაც შეაფასა. გიორგი გახარიას სების გადაწყვეტილება არ მოსწონს, თუმცა ამბობს, რომ ქვეყნისთვის ინფლაციაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი აუცილებელს, თუმცა დაგვიანებულს უწოდებს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ სესხზე პროცენტის ზრდა ლარის კურსზე იმოქმედებს და პროდუქტებზე ფასები გაიზრდება.

როგორც ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, ცენტრალურმა ბანკმა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გააკეთა, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეროვნულ ბანკს შეეძლო დოლარში არსებულ დეპოზიტებზე წლიური პროცენტი დაეწია.

ცენტრალურმა ბანკმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხზე პროცენტი 2-ჯერ გაზარდა. მოუწევთ თუ არა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ სესხზე გაზრდილი პროცენტის გადახდა, ეს დეკემბერში გახდება ცნობილი, როცა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ისევ შეიკრიბება.

 

ავტორი: ქეთი ზანთარაია

 

დღის ამბები