21 დეკემბერი 2024,   20:37
ვრცლად
"არ არის გამორიცხული ცხინვალის ე.წ მთავრობას არ აწყობდეს ჩვენი დიალოგი რუსეთთან" - ამირან სალუქვაძე

საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციულ ქმედებებს თბილისში აფასებენ, ამირან სალუქვაძე ბრიგადის გენერალი არ გამორიცხავს, რომ მსგავსი სახის პროვოკაციული ქმედებების გააქტიურება რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გამხდარიყო. სალუქვაძის თქმით, რუსეთთან დიალოგის სურვილის მიზანი დეოკუპაციაა, რაც ცხინვალის ეგრეთწოდებულ მთავრობას შესაძლოა არ აწყობდეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია იმ განცხადებებთან და მუქარებთან დაკავშირებით რასაც საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს, სრულიად ნორმალურია და მისაღებია, სხვაგვარად რა უნდა ვუპასუხოთ? მას შემდეგ რაც შედგა მინისტრებს შორის შეხვედრა გააქტიურდნენ ადგილობრივი ე.წ ჩინოვნიკები. არ არის გამორიცხული მათ არ აწყობდეთ დაძაბულობის მოხსნა და არ აწყობდეთ ჩვენი დიალოგი რუსეთთან, რადგან ჩვენი მიზანი დეოკუპაციაა,"- ამბობს ამირან სალუქვაძე.

დღის ამბები